ტუხელი მისი ახალი ფეხბურთელის, ერიკ დაიერის შესახებ:
"მოგეხსენებათ, ერიკ დაიერს შეეძინა შვილი. ეს იყო კარგი მიზეზი, რომ დაეტოვებინა სასწავლო ბანაკი.
დაიერმა ჩაატარა 3 კარგი ვარჯიში. იმედია პარასკევს ვარჯიშს დაუბრუნდება.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ დედა და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ.
იმედია პარასკევს ყველა ჩვენი ცენტრალური მცველი გვეყოლება ვარჯიშზე." - ამბობს ტუხელი.