მიუნხენის "ბაიერნი" ბოლო თვეების განმავლობაში ყურადღებით ადევნებდა თვალს "დიურგორდენის" ნახევარმცველ, ლუკას ბერგვალს.
"ბარსელონა" ფეხბურთელის შეძენის ერთ-ერთი ფავორიტია. ასევე "ფრანკფურტმა" წარუდგინა ბერგვალს მკაფიო გეგმა.
ისინი მზად არიან კლუბს შესთავაზონ დაახლოებით 9 მილიონი ევრო მის სანაცვლოდ, მაგრამ ჯერ არ შეთანხმებულან.
ცნობისთვის, 17 წლის ფეხბურთელს მის პროფესიონალურ კარიერაში 41 მატჩი აქვს ჩატარებული, 4 გოლით და 2 ასისტით.