ული ჰიოენესის სიტყვით გამოსვლა ბეკენბაუერის ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე:
"რაც ყოველთვის ძალიან მომწონდა ფრანცში, იყო მისი უნარი, ზრუნავდეს სხვებზე. თუ პრობლემა გქონდა, მიდიოდი ფრანცთან და ეუბნებოდი. ეს იყო მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი. ის იყო უსასრულოდ გულუხვი. ის ყოველთვის მოკრძალებული ადამიანი იყო, რომელიც ყოველთვის მთავაზობდა დახმარებას. თუ არ ვიცოდი რა გამეკეთებინა ბურთთან, ვიცოდი, რომ ეს უსაფრთხო იყო ფრანცთან.
ჩვენ მრავალი წელი ვითამაშეთ ერთად, მოგვიგია კიდევაც და წაგვიგია კიდეც. ფრანცისგან ბევრი რამის სწავლა შეგიძლიათ არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის გარეთაც. ფრანცი ძალიან შრომისმოყვარე იყო.
მან დაასრულა თავისი შედევრი, როდესაც გერმანიაში მსოფლიო თასი [2006] ჩამოიტანა. ის წლების განმავლობაში მუშაობდა გერმანიისთვის. ალიანს არენა არასოდეს აშენდებოდა, რომ არ ყოფილიყო ფრანცი.
ძვირფასო ფრანც, უკვე 12 დღეა აღარ ხარ, ძალიან მენატრები. მშვიდად განისვენე, რომლითაც სამწუხაროდ ბოლო წლებში ვერ ტკბებოდი" - ამბობს ული.