ალფონსო დეივისისა და "ბაიერნის" ხელმძღვანელებს შორის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, უახლოეს თვეებში განახლდება.
ბაიერნს დეივისთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად. თუ კანადელი აჭარბებს თავის მოთხოვნებს და ითხოვს 13-14 მილიონ ევროს წელიწადში, ის გაიყიდება - ეს უკვე გადაწყვეტილია.
ასევე ტუხელმა დეივისზე ისაუბრა:
"დეივისი ძალიან კარგი და მგრძნობიარე ბიჭია, რის გამოც სიტუაცია გარკვეულწილად აფერხებს მას. შესაძლოა ცოტა თავდაჯერებულობა აკლია. ჩვენ ვიცით მისი პოტენციალი და ვიცით, რომ კარგი ბიჭია." - ამბობს ტუხელი პრესკონფერენციაზე.