ფლორინ მანეა (რადუ დრაგუშინის აგენტი) ამბობს მიზეზს, რატომ არ შედგა ტრანსფერი:
"როდესაც მიუნხენის "ბაიერნიდან" შეთავაზება მოდის, თქვენ უნდა შეაფასოთ სიტუაცია. ჩვენ ვსაუბრობთ მიუნხენის "ბაიერნზე".
ჩვენ მათ ერთი ღამე ვთხოვეთ მოსაფიქრებლად, მაგრამ სიტყვა უკვე მივეცით ტოტენჰემს. ტუხელმა რადუს პირადად დაურეკა. ნახევარი საათი ესაუბრებოდა.
მე მესმოდა ყველაფერი, რასაც ის ამბობდა. ტუხელმა ჰკითხა, შეეძლო თუ არა მარჯვენა მცველის თამაში, მაგრამ მან არ თქვა, რომ სწორედ აქ სურდა მისი გამოყენება. რადუ უკვე გადაწყვეტილი იყო ტოტენჰემზე." - ამბობს დრაგუშინის აგენტი.