თომას ტუხელის გათავისუფლება "ლაციოს" მარცხის შემდეგ არ ყოფილა განხილვის თემა.
მწვრთნელი კვირას ბოხუმთანაც სკამზე დაჯდება და გააგრძელებს მუშაობას.
მაგრამ, უკვე აღარ არსებობს 100% გარანტია, რომ ტუხელი ზაფხულამდე დარჩება. ეს იყო კლუბის ხელმძღვანელობის გეგმა და სურვილი.
თუ "ბაიერნი" კვირასაც დამარცხდება, ტუხელისთვის სიტუაცია სულ უფრო რთული გახდება.
ჰანსი ფლიკმა კი ახალ აგენტად პინი ზაჰავი დანიშნა. მწვრთნელი მზად არის აიღოს ახალი პროექტი და სურს გამოიყენოს ზაჰავის ქსელები.
ფლიკი არის "ბარსელონას" სიაში ერთ-ერთი სახელი და ასევე განიხილება პრემიერ ლიგაში. არის ლაპარაკი, რომ ის ზაფხულისთვის "ბაიერნში" დაბრუნდება.