რეალმა და ალფონსო დეივისმა სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს, იმაზე რომ მარცხენა მცველი 2024 ან 2025 წლებში შეუერთდება მადრიდულ გუნდს.
არსებობს ორი ვარიანტი, ან "რეალი" გადაიხდის თანხას და წელსვე მიიღებს დეივისს ისევე როგორც ტონი კროოსის გადასვლა 2014 წელს - ან შემდეგ წელს, როდესაც დეივისის კონტრაქტი დასრულდება, როგორც ალაბა 2021 წელს.
ბაიერნიდან ჯერ კიდევ ცდილობენ დაარწმუნონ ფეხბურთელი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, რადგან არ სურთ მისი უფასოდ დაკარგვა და თუ გარიგება ვერ მოხდა, მაშინ შეეცდებიან მაქსიმალურად გაზარდონ მისი საფასური ამ ზაფხულისთვის.