ხვალ, ფრაიბურგის წინააღმდეგ, ტუხელის განცხადებით კიმიხი მარჯვენა მცველის პოზიციაზე დაიწყებს თამაშს, დიერი და კიმი კი ცენტრალურ მცველად.
დევისი იქნება განაცხადში, მაგრამ ჯერ კიდევ გასარკვევია ის დაიწყებს სასტარტოში თუ გუერეირო.
რაც შეეხება კინგსლი კომანს, ფრანგი ამჟამად ინდივიდუალურად მუშაობს და მისი რეაბილიტაცია კარგად მიმდინარეობს.
მას გუნდური ვარჯიშის განახლება და მარტში დაბრუნება სურს.