იულიან ნაგელსმანი: "დიდი კომპლიმენტი გუნდს, ეს ძალიან, ძალიან კარგი თამაში იყო.
პირველი 25 წუთი შესანიშნავი იყო, შეგვეძლო კიდევ ერთი გოლი გაგვეტანა.
მეორე ტაიმში ისევ კარგად ავთამაშდით და გვქონდა სამი-ოთხი კარგი შანსი მაშინაც კი, როცა ცვლილებები გავაკეთეთ.
საბოლოოდ მე ძალიან კმაყოფილი ვარ." - განაცხადა ნაგელსმანმა.