ჩაბი ალონსო "ლევერკუზენში" კიდევ ერთი სეზონი დარჩება.
ოფიცილაურ გადაწყვეტილებას ესპანელი სპეციალისტი მალე მიიღებს და გამოაცხადებს.
"ლივერპული" აღარ დაელოდება ჩაბი ალონსოს - რადგან რუბენ ამორიმი იქნება უკვე პრიორიტეტი.
"ბაიერნი" კი მზადაა დაელოდოს ოფიციალურ გადაწყვეტილებას, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ის ლევერკუზენში 2025 წლის ივნისამდე დარჩება.