თომას ტუხელმა "არსენალთან" მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ სერჟ გნაბრიმ ბარძაყის ტრავმა მიიღო.
"SkySport"-ის ცნობით, 28 წლის გერმანელი 3-4 კვირა ვერ დაუბრუნდება მოედანს. მის ტრავმაზე მაქს ებერლმაც გააკეთა კომენტარი:
"ის ისევ ტრავმირებულია. ყველაფერი კარგად არ არის. თვითონაც იცის, რომ რაღაც ჭირს."
ცნობისთვის, მან ამ სეზონში სულ 17 მატჩი ჩაატარა სადაც 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.