"მანჩესტერ სიტი" "ბაიერნის" ვარსკვლავის, ჯამალ მუსიალას შეძენითაა დაინტერესებული.
პეპ გვარდიოლას მეტი ფეხბურთელი სურს შემტევ ნახევარდაცვაში და მუსიალა მისი მთავარი სამიზნეა.
გერმანელის მიმართ ბევრი კლუბის ინტერესი არის გაზრდილი. მას აქტიურად აკვირდებიან ინგლისური კლუბები, "მანჩესტერ სიტი" და "ჩელსი".
თუმცა, ამ ზაფხულს მუსიალას "ბაიერნიდან" წასვლა თითქმის გამორიცხულია.