“ბარსელონას” ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ამ ზაფხულს იოზუა კიმიხი იქნება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩავის კლუბში დარჩენა გადაწყდა.
ესპანელი სპეციალისტი კიმიხის დიდი გულშემატკივარია.
“ბარსელონაში” ფიქრობენ, რომ მათ ფინანსურად შეუძლიათ კიმიხის ყიდვა. თუ გერმანელი ფეხბურთელი თანახმა იქნება, მაშინ მოლაპარაკებები დაიწყება.