თომას ტუხელი მზად არის დარჩეს მიუნხენის "ბაიერნში" სეზონის შემდეგაც. ამის შესახებ კლუბს ტუხელისთვის არ მიუმართავს, მაგრამ მაქს ებერლსა და კრისტოფ ფროინდს შეუძლიათ წარმოიდგინონ მუშაობის გაგრძელება.
ტუხელის დარჩენის ვარიანტი საბჭოს მიერ 100%-ით აღარ არის გამორიცხული, მაგრამ ამისთვის ბევრი რამ უნდა მოხდეს. სიტუაცია ძალიან რთულია.
ცნობისთვის, გერმანელი სპეციალისტი "ბაიერნს" 2023 წლის 24 მარტს შეუერთდა.