ვინსენტ კომპანის პირველი პროექტი "ბაიერნში", ებერლთან და ფროინდთან ერთად, არის ალფონსო დევისის საქმე, რადგან კანადელი ამჟამად აფერხებს "ბაიერნის" სატრანსფერო გეგმებს.
კლუბს სურს გაიგოს, გაახანგრძლივებს თუ არა დეივისი კონტრაქტს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი გაყიდვა და შემცვლელის ძებნა სურთ. პრობლემა ის არის, რომ დეივისი არ იღებს "ბაიერნის საბოლოო შეთავაზებას.
მაქს ებერლი ეძებს ალტერნატივებს, როგორიცაა ტეო ერნანდესი, მაგრამ სანამ საბოლოო პასუხი არ იქნება ცნობილი, ვერ გადადგავენ კონკრეტულ ნაბიჯებს. ამიტომაც ჯერ კიდევ არ არის კონკრეტული მოლაპარაკებები ფრანგ მცველთან.