ლეროი სანეს მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე არ არის მოსალოდნელი.
ფეხბურთელი ამ დროისთვის მთლიანად კონცენტრირებულია ტურნირზე. "ბაიერნს" კი სურს სანეს კონტრაქტზე მოლაპარაკებები 2025 წელს დაიწყოს.
მაქს ებერლი ახლახან შეხვდა ფეხბურთელს სადილზე და მოლაპარაკება გამართა. ახალი მწვრთნელი, ვინსენტ კომპანი სანეს თანაგუნდელი იყო "მანჩესტერ სიტიში" და რა თქმა უნდა სიამოვნებით შეინარჩუნებდა მას.