რამდენიმე საათის წინ "ბაიერნმა" ვინსენტ კომპანი ოფიციალურად წარადგინა. მიუნხენელთა ახალი მწვრთნელის პირველი კომენტარი:
"მოუთმენლად ველოდები "ბაიერნში" გამოწვევებს. დიდი პატივია ამ კლუბში მუშაობა.
მე მიყვარს ბურთის ფლობა და კრეატიულობა. ჩვენ ასევე უნდა ვიყოთ აგრესიულები და გაბედულები. ამას წარმატება მოჰყვება.“
ცნობისთვის, კომპანი "ბაიერნის" ახალ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა 3 წლიანი კონტრაქტით, 2027 წლამდე.