მიუნხენის "ბაიერნი" და "იუნაიტედი" ამჟამად განიხილავენ მატის დე ლიხტის გარიგების სტრუქტურას.
"იუნაიტედის" წარმომადგენლებს სურთ, რომ წინადადებაში დამატებები და ცვლილებები შეიტანონ.
ასევე რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "პსჟ" დე ლიხტისთვის რბოლაში ჩაერთვებოდა, მაგრამ ამ ინფორმაციის მიუხედავად, ნიდერლანდელის სურვილია "იუნაიტედში" წასვლა და ტენ ჰაგთან გაერთიანება. - წერს ფაბრიციო რომანო.