"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ დე ლიხტის გარიგება ამ კვირაში დასრულდება, სამედიცინო შემოწმება კი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გაიმართება.
"ბაიერნს" დაახლოებით 50 მილიონი ევრო სურს, ხოლო „იუნაიტედის“ საწყისი ფასი დაახლოებით 40 მილიონი ევროა.
შესაძლოა კლუბები 40 მილიონ ევროზეც შეთანხმდნენ და დანამატებზე, რომლებიც მთლიან საფასურს 50 მილიონ ევრომდე აიყვანს.
მაქს ებერლი შეეცდება რაც შეიძლება მალე დაასრულოს გარიგება, რადგან "ბაიერნს" სჭირდება თანხები სხვა ხელმოწერებისთვის, მაგალითად: დე ლიხტის გაყიდვა და ჯონათან ტას შეძენა.