მარკ კუკურელია გერმანელ გულშემატკივრებს აკრიტიკებს საფრანგეთთან თამაშზე მომხდარის გამო:
„თამაშის დასაწყისში გაკვირვებული ვიყავი. როდესაც მატჩის წინ ჩემი სახელი წაიკითხეს და ბევრმა დაიწყო სტვენა, მაშინ მივხვდი რაც ხდებოდა.
დავფიქრდი და მივხვდი, რომ ისინი გერმანიასთან მატჩისას ხელით თამაშის სიტუაციის გამო მოვიდნენ. მე ეს დიდად არ მაინტერესებდა, მაგრამ ამავდროულად ცოტა სევდიანი იყო, რადგან მხოლოდ ერთი მოთამაშისთვის ხალხმა ფუჭად დახარჯა ბილეთები.
მათ მაგივრად შეიძლებოდა მოსულიყვნენ ისეთი გულშემატკივრები, რომლებსაც ნამდვილად მოეწონებოდათ და აინტერესებდათ მატჩი."