"Sky Germany"-ის ცნობით, მიუნხენის "ბაიერნი" განიხილავს "ლაიპციგის" ფეხბურთელის, დანი ოლმოს შესაძლო ტრანსფერს.
როგორც ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, "რეკორდმაისტერი" ცდილობს შეიძინოს ხავი სიმონსი "პსჟ"-დან, ისევე როგორც დეზირე დუე "რენი"-დან.
თუმცა, ორივე ეს ტრანსფერი ჯერ კიდევ შორს არის დასრულებამდე. თუ სიმონსის ან დუეს გარიგება ჩაიშლება, "ბაიერნი" ამ შემთხვევაში შეეცდება დანი ოლმოს შეძენას.
ესპანელზე ძალიან ხშირად საუბრობენ კლუბში, მაგრამ ჯერჯერობით, არ არსებობს მკაფიო გეგმები 26 წლის მოთამაშის ტრანსფერისთვის.