კიმ მინ-ჯე ვარჯიშებზე კარგ შთაბეჭდილებას ახდენს. პასუხისმგებელ პირებსაც, რომლებიც რეგულარულად ადევნებენ თვალყურს ვარჯიშებს, ამ დროისთვის კიმზე ძალიან პოზიტიური შეხედულება აქვთ.
კიმი "ბაიერნში" ახალი სეზონის დაწყებას ელოდება და მზადაა სასტარტო შემადგენლობაში ადგილისთვის იბრძოლოს. გასულ ზაფხულთან შედარებით ის უფრო დასვენებული და ფიზიკურად მომზადებული არის.
როგორც წყაროები ამტკიცებენ, კიმი უფრო ბედნიერი და გახსნილი ჩანს, ვიდრე გასული სეზონის ბოლო ნაწილში იყო.
ვარჯიშის შემდეგ სიხარულით აწერს ავტოგრაფებს ხელს და ფანებთან ერთად ფოტოებს იღებს.