დე ლიხტის გამოსამშვიდობებელი წერილი ფანებს:
"ძვირფასო "ბაიერნის" ფანებო,
მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. ორი საოცარი წელი გავატარე ამ ულამაზეს კლუბში. ჩემთვის დიდი პატივი იყო მიუნხენის "ბაიერნის" მსგაცს კლუბში თამაში. ჩვენ ერთად მივაღწიეთ დაუვიწყარ მომენტებს. ტიტულები მოვიგეთ და რამდენიმე საოცარი ჩემპიონთა ლიგის საღამო ჩავატარეთ. ეს მოგონებები სამუდამოდ დამრჩება.
ამიტომ ამ კლუბის დატოვება მწარეა. ყოველთვის მემახსოვრება ის სიყვარული და მხარდაჭერა, რომელიც მივიღე ფეხბურთელებისგან, შტაბის წევრებისა და გულშემატკივრებისგან.
მადლობა ყველას ორი საოცარი წლისთვის. წარმატებებს ვუსურვებ "ბაიერნს" კიდევ ბევრი ტიტულის მოგებაში, როგორც ამას ყოველთვის აკეთებდა. მია სან მია."