როგორც ცნობილია, ლეონ გორეცკას სახელს "ატლეტიკოში" და "ნაპოლიში" განიხილავენ. ამას გამოცემა "BILD"-იც ადასტურებს.
“ატლეტიკოში” ლეონ გორეცკას შეძენა ნამდვილად სურთ და ის მათ სიაში უკვე რამდენიმე კვირაა ადგილს იკავებს. ისევე როგორც "ნაპოლის", მაგრამ თუ გერმანელს ამ ორ კლუბს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს, ეს მადრიდის "ატლეტიკო" იქნება.
გორეცკას სურს დარჩეს მიუნხენში და იბრძოლოს გუნდში თავისი პოზიციისთვის, მაგრამ კლუბის გადაწყვეტილებების მიხედვით, ის მათ გეგმებში აღარ შედის.