გერმანიამ კაპიტანი დაკარგა - ილქაი გიუნდოგანმა დღეს ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა.
ის აღარ წარადგენს თავის ქვეყანას მომავალ საერთაშორისო ტურნირებზე, როგორიცაა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი.
გიუნდოგანის განცხადება: „რამდენიმე კვირიანი განხილვის შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ დროა დავასრულო ჩემი სანაკრებო კარიერა. ეს იყო პატივი! გმადლობთ გერმანია!”
იოზუა კიმიხი გუნდოგანის პენსიაზე გასვლის შემდეგ ეროვნული ნაკრების კაპიტნობის მთავარი კანდიდატია. ის ამ ევროპის ჩემპიონატზე ვიცე-კაპიტნად იყო წარმოდგენილი.