"Bild"-ის ცნობით, მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილ მწვრთნელს, თომას ტუხელს, ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ვარსკვლავური ნახევარმცველების, იოზუა კიმიხის და ლეონ გორეცკას გაყიდვა სურდა.
ახლა ტუხელის დრო ბავარიაში დასრულებულია და მისი ადგილი ვინსენტ კომპანის უკავია.
კიმიხი და გორეცკა იმ სახელებიდან მხოლოდ ორია, ვინც ტუხელს დაუპირისპირდა და თუ ტუხელი გუნდში დარჩებოდა, მაშინ ისინი კლუბს დატოვებდნენ.
ვინსენტ კომპანი კიმიხის შენარჩუნებას აპირებს, თუმცა ლეონ გორეცკას კლუბი კიდევ ერთხელ აუხსნის, რომ მას ამ სეზონში ადგილი არ ექნება თავის პოზიციაზე.
გორეცკას სახელს მადრიდის "ატლეტიკოში" და "ნაპოლიში" განიხილავენ.