მაქს ებერლი დე ლიხტის გაყიდვის შესახებ:
"მე მესმის, რომ არსებობენ ფანების ფავორიტი ფეხბურთელები, მაგრამ ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებებს გულშემატკივრებზე დაყრდნობით.
ჩვენ ვესაუბრეთ ვინსენტს და მივიღეთ გადაწყვეტილებები გუნდთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ვიცით, როგორ თამაშობდა დე ლიხტი და მასზე ცუდს არ ვიტყოდით.
მაგრამ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილებები დაცვასთან დაკავშირებით, გვინდოდა მარცხენა ფეხის მცველი, ამიტომ ჰიროკიზე მოვაწერეთ ხელი.
ფული დავხარჯეთ ოლისეზე, პალინიაზე და იტოზე. ასე რომ, კლუბმა ფულიც უნდა გამოიმუშაოს.
არ შეიძლება ჩელსის მსგავსად სეზონში 45 ფეხბურთელის ყოლა. ჩვენ მკაფიოდ ვესაუბრეთ ფეხბურთელს და მივიღეთ გადაწყვეტილება."