"მანჩესტერ სიტი" და "ბარსელონა" მიუნხენის "ბაიერნის" სუპერ-ვარსკვლავის, ჯამალ მუსიალას შეძენით რამდენიმე კვირის წინ აქტიურად ინტერესდებოდნენ.
პეპ გვარდიოლას მეტი ფეხბურთელი სურდა შემტევ ნახევარდაცვაში და გერმანელი მისი მთავარი სამიზნე იყო.
მუსიალამ კი გადაწყვიტა, რომ დარჩეს მიუნხენში და კლუბთან ერთად იბრძოლოს ტიტულების მოსაპოვებლად.
ბავარიელის მიმართ კიდევ რამდენიმე ტოპ კლუბის ინტერესი იყო, თუმცა მუსიალას "ბაიერნიდან" წასვლა ახლა უკვე გამორიცხულია.
სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე რამდენიმე დღე რჩება და მიუნხენელები მეტ ტრანსფერს აღარ გეგმავენ.