"Sky Germany" იუწყება, რომ საუდის არაბეთის გუნდმა, ალ-ჰილალმა მიუნხენის ბაიერნის გარემარბისთვის, კინგსლი კომანისთვის პირველი შეთავაზება გააკეთა.
შეთავაზება 40 მილიონი ევროა. ბაიერნი არ აიძულებს კომანს გუნდიდან წასვლას, თუმცა ყველაფერი ფრანგზეა დამოკიდებული.
ამჟამინდელი ინფორმაციით, კინგსლი კომანის გადაწყვეტილებაა, რომ არ დათანხმდეს ალ ჰილალის შეთავაზებას და დარჩეს მიუნხენში.