ჟურნალისტი: "თქვენ უკვე თითქმის ორი თვეა მთავარი მწვრთნელი გახდით. რამდენად გავიცანით ვინსენტ კომპანის ფეხბურთი?"
კომპანი: "ამას არ უნდა ერქვას ვინსენტ კომპანის ფეხბურთი, ეს უნდა იყოს "ბაიერნის" ფეხბურთი.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ვაჩვენოთ სწორი მენტალიტეტი და დავეხმაროთ ერთმანეთს.
მე მწვრთნელი ვარ, ამიტომ არასდროს ვარ ყველაფრით კმაყოფილი. ჩვენ გვქონდა კარგი ამხანაგური მატჩები, კარგი გამარჯვება ფრაიბურგთან და სეზონიც კარგად დავიწყეთ."