გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია გეგმავს დიდ გამოსამშვიდობებელ ცერემონიას მანუელ ნოიერის, თომას მიულერის, ტონი კროოსისა და გიუნდოგანისთვის 14 ოქტომბერს, ალიანც არენაზე, ნიდერლანდებთან მატჩამდე.
თამაშის დაწყებამდე ოთხივე მოთამაშეს გულშემატკივრების წინ პატივს მიაგებენ.
ამისთვის ჯერ ფედერაციამ უნდა მიიღოს ნებართვა უეფასგან, რათა ცერემონია მატჩის ოფიციალურ პროგრამაში შევიდეს.