მიუნხენის "ბაიერნის" წარმოუდგენელ 9 - 2 გამარჯვების შემდეგ, გუნდის ოფიციალურმა ვებგვერდმა ზაგრების "დინამოს" მწვრთნელის ინტერვიუ დადო, სადაც დეტალურად აღწერდა, თუ როგორ განვითარდა ეს ყველაფერი:
„რთული საღამო იყო ჩვენთვის. პირველ ტაიმში კარგად ვერ ვითამაშეთ. მეორე ტაიმის დასაწყისში 3-2 გავხადეთ და გათანაბრების შანსიც გვქონდა.
თუმცა ფიზიკურად ჩამორჩენილები ვიყავით და "ბაიერნი" სივრცეებს კარგად ცნობდა.
ჩვენ ყველა დაშვებული შეცდომისთვის ვისჯებოდით. ეს ჩვენთვის გაკვეთილია. "ბაიერნი" უმაღლეს დონეზე იყო. ვულოცავთ გამარჯვებას.” - თქვა სერგეი იაკიროვიჩმა.