კრისტოფ ფროინდი “ბაიერნის” ახალწვეულზე, მაიკლ ოლისეზე:
"მან ძალიან კარგად ითამაშა ოლიმპიადაზე. რა თქმა უნდა, მისთვის ბევრი სიახლეა, ახალი კლუბი, ქვეყანა, კულტურა.
ასევე ის პირველად გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებში. ბევრი რამ ხდება მის გარშემო. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მაიკლისთვის ყველაფერი ასე კარგად დაიწყო.”