"ბაიერნის" გულშემატკივრებმა გააუქმეს 36000 ბილეთის მოთხოვნა ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის "შახტართან".
ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მიუნხენელთა ფან დაჯგუფებამ - 'Südkurve München'-მა მოუწოდა "ბაიერნის" გულშემატკივრებს ბოიკოტისკენ. მიზეზი კი ფანებისთვის ბილეთების მაღალი ფასებია.
"რეკორდმაისტერის" ფანებისთვის დასაჯდომი ადგილები 105 ევროდან იწყება. შედარებისთვის, შახტარის საშინაო მატჩში ჩვეულებრივი ფასი 28 ევროა.
ასევე "ბაიერნის" გულშემატკივრებისთვის დგომა 52 ევრო ღიღს. ეს ფასები თითქმის 2-ჯერ მეტია სტანდარტულებზე.