გუშინდელ დახურულ ვარჯიშზე მთელი ყურადღება დაცვაზე იყო გამახვილებული.
გაიმართა სპეციალური ვარჯიში მცველებისთვის.
ვენსან კომპანის ასისტენტმა არაერთხელ მისცა მცველებს ზუსტი მითითებები, აუხსნა სად უნდა იდგნენ და რამდენად ახლოს უნდა იყვნენ მოწინააღმდეგეებთან.
ამის შემდეგ მაღალი ინტენსივობით ივარჯიშეს, თუ როგორ მიუახლოვდებოდნენ მეტოქეები დაცვას და როგორ უნდა დაიცვან გუნდი სწრაფი კონტრშეტევებისგან - რაც მთავარი პრობლემა იყო ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორ მარცხში.
კომპანის და მისი თანაშემწეების მიზანია დაცვის გაუმჯობესება, მით უმეტეს, რომ “ბენფიკაც” ძალიან საშიშია.