კარლ-ჰაინც რუმენიგე ჰანსი ფლიკზე საუბრობს:
”ძალიან ვწუხვარ, რომ ჰანსი ფლიკს კლუბის დატოვება მოუწია. ახლა სად მოიძებნება მწვრთნელი, რომელსაც შეუძლია წელიწადნახევარში შვიდი ტიტული მოიგოს?
და ეს იმის მიუხედავად, რომ დასაწყისი ადვილი არ იყო. შობის დღესასწაულზე ოთხი ქულით ჩამოვრჩებოდით "ლაიპციგს", რომელსაც მაშინ ჯერ კიდევ იულიან ნაგელსმანი წვრთნიდა - შემდეგ კი 34-ე მატჩში 16 ქულით წინ ვიყავით. თან "ბაიერნს" არც ერთი თამაში არ წაუგია ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით 2020 წლის დარჩენილ სეზონში.
ეს მშვენიერი მოგონებაა. ჰანსი სრულიად დარწმუნებული იყო. მაშინ "ბარსელონასთან" 8-2 მოგების შემდეგ, თქვა: "აქ შესანიშნავი რამ ხდება, ჩვენ ვაპირებთ ჩემპიონთა ლიგის მოგებას." - და მან ეს გააკეთა."