ლეროი სანეთი “არსენალი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” არიან დაინტერესებულნი, მაგრამ ფეხბურთელის პრიორიტეტი ამ დროისთვის “ბაიერნი” რჩება.
სანე და “ბაიერნი” კონკრეტულ ციფრებზე ჯერ არ საუბრობენ.
გარემარბი წელიწადში დაახლოებით 15 მილიონი ევროს ხელფასს იღებს, რაც 20 მილიონ ევრომდე შეიძლება იყოს ბონუსებით.
"იუნაიტედი" და "არსენალი" სანესთვის სერიოზული ვარიანტები იქნებიან, თუ "ბაიერნთან" მოლაპარაკებები ჩაიშლება.