მადრიდის "რეალს" იანვრის სატრანსფერო ფანჯარაში რამდენიმე მცველის შეძენა სჭირდება. ახლა მადრიდულ გუნდს მძიმე ტრავმებით აკლია: დავიდ ალაბა, დანი კარვახალი და ედერ მილიტაო.
ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომლის შეძენაც "რეალს" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში სურდა, იყო ალფონსო დეივისი.
ვარაუდობენ, რომ მადრიდის "რეალი" კვლავ დაინტერესებულია მარცხენა მცველის შეძენით.
'TEAMtalk'-ის ცნობით, "ბარსელონა" ასევე შეეცდება დეივისის ზაფხულში უფასოდ გაფორმებას.