მადრიდის "რეალს" ახლა კარგი პერიოდი არ აქვს. კლუბმა ცუდად ითამაშა როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე ესპანეთში.
გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ ყველაფერი გაუმჯობესდება მომავალ სეზონში, მადრიდის "რეალი", სავარაუდოდ, სატრანსფერო ბაზარზე რამდენიმე ნაბიჯს გადადგამს.
კლუბის ერთ-ერთი პრიორიტეტია "ლევერკუზენის" ვარსკვლავი ფლორიან ვირცის ჩამოყვანა, რომელიც ამჟამად ევროპის საუკეთესო ტალანტად ითვლება.
გავრცელებული ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნმა" მადრიდელებს გაუსწრო სუპერვარსკვლავისთვის რბოლაში, რომელიც, სავარაუდოდ, 2025 წელს დიდ კლუბში წავა.