ფლორიან ვირცმა "ლევერკუზენთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა და მომავალ სეზონში აუცილებლად დარჩება. გარიგება დასრულებულია.
"ლევერკუზენმა" გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით: „კლუბს წლების განმავლობაში ჰქონდა ძალიან სანდო და მჭიდრო ურთიერთობა ფლორიან ვირცთან და მის ოჯახთან.
სახელშეკრულებო საკითხები განიხილება ექსკლუზიურად მენეჯმენტსა და ვირცის ოჯახს შორის.
თუ რაიმე შეიცვლება არსებულ საკონტრაქტო ვითარებაში, კლუბი, რა თქმა უნდა ამას გაივლის ვირცის ოჯახთან შეთანხმებით.
ვითხოვთ გაგებას, რომ ამ თემაზე დამატებით კომენტარს არ გავაკეთებთ."