ლეროი სანემ ფლორიან ვირცზე ისაუბრა:
"ფლო შესანიშნავი მოთამაშეა, მაგრამ არ ვიცი მისი სამომავლო გეგმები. ბედნიერი ვარ, რომ მასთან ერთად ვთამაშობ ეროვნულ ნაკრებში.
მან ძალიან ადრევე აჩვენა შესანიშნავი ხარისხი“, - თქვა სანემ.
ცნობისთვის, ფლორიან ვირცმა "ლევერკუზენთან" კონტრაქტი უკვე გაახანგრძლივა და მომავალ სეზონში ის აუცილებლად დარჩება. გარიგება დასრულებულია და ახლა უკვე მისი "ბაიერნში" გადასვლა თითქმის შეუძლებელად ითვლება.