"ბაიერნის" ვარსკვლავი, ჯამალ მუსიალა ყოველთვის განსაკუთრებული მოთამაშე იყო, რომელსაც საოცარი საფეხბურთო უნარები ჰქონდა, მაგრამ გოლების გატანა მისი ძლიერი მხარე აქამდე არ ყოფილა. უფრო მეტად ის პასუხისმეგებელი იყო კრეატიულობაზე და ბურთის კართან მიტანაზე. თუმცა, მუსიალა ძალიან შრომისმოყვარე მოთამაშეა. როდესაც მწვრთნელებმა ეს სისუსტე შენიშნეს, ყოფილმა „ჩელსის“ ფეხბურთელმა დაუყოვნებლივ დაიწყო მუშაობა მის გამოსასწორებლად.
დღესდღეობით, ჯამალ მუსიალა ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა მეკარეებისთვის. ეს კი იმ უამრავი საათის შედეგია, რომელიც მან ვარჯიშებზე დახარჯა.
„საქმე იმაშია, რომ თავი კომფორტულად ვიგრძენი კარის წინ და რაც შეიძლება მეტი შანსი შევქმენი გოლის გასატანად,“ - განმარტავს მუსიალა. „მე ვვარჯიშობ ისეთ დარტყმებზე, რომლებიც თამაშში რეალისტურია. მაგალითად, არ ვვარჯიშობ საჯარიმო დარტყმებზე, რადგან თამაშში არ ვასრულებ მათ - ჯერ არა მარა მაინც [იცინის].
არც შორიდან ვარტყამ ხშირად, უფრო მეტად ვცდილობ ისეთ სროლებს, რომლებიც დიდი ალბათობით შევა კარში, მაგრამ როცა შორიდან სროლის შანსი მაქვს, მინდა მქონდეს თავდაჯერებულობა, რომ გავაკეთო ეს. ამიტომ, თანდათან ვზრდი დისტანციას სროლის ვარჯიშებზე.“
ამჟამად, 21 წლის მუსიალა ნამდვილად თავდაჯერებულია, რომ მრავალი დარტყმა შეასრულოს და ისინი წარმატებით განახორციელოს. მაგრამ ის არ აპირებს მუშაობის ან გაუმჯობესების შეწყვეტას ამ მიმართულებით, რადგან ასეთი ხასიათი აქვს.