ლეროი სანემ და ჯამალ მუსიალამ გუშინ სპეციალური ფიტნეს-ვარჯიში შეასრულეს დარბაზში.
ორივემ გვიან საღამოს დატოვა ზებენერ შტრასე. სანე მოტივირებულია და მზად არის მთელი ძალით იბრძოლოს “ბაიერნში” ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად.
ის ასევე მზადაა კომპრომისზე წავიდეს ხელფასის საკითხში. სანე აცნობიერებს, რომ სეზონის მეორე ნახევარში სტაბილური თამაშით უნდა გამოიჩინოს თავი, რომ ახალი კონტრაქტის შანსი ჰქონდეს.