ალფონსო დეივისს ბარძაყის დაჭიმვის დიაგნოზი დაუდგინდა და დროებით ვერ შეძლებს თამაშს.
დეივისი მოედანს 2-3 კვირით ჩამოშორდება. მისი გამოჯანმრთელების პროცესიდან გამომდინარე, კანადელი ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველი მატჩისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ის ნამდვილად გამოტოვებს "ფრაიბურგთან", "ბრატისლავასთან", "კილთან" და დიდი ალბათობით, "ბრემენთან" მატჩებს.