ვერდერ ბრემენის კაპიტანი მარკო ფრიდლი აცხადებს, რომ ბაიერნში დაბრუნების შანსის შემთხვევაში, აუცილებლად მოაწერდა ხელს:
"თუ არის კლუბი, სადაც მთელი შენი ახალგაზრდობა გაატარე, რომელიც მთელ მსოფლიოში დიდი სახელით სარგებლობს და შეგიძლია იმ კლუბში დაბრუნება, მაშინ ყველა მოაწერდა ხელს.
მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ ასე არაა. მაგრამ ამ მომენტში ეს ჩემთვის აქტუალური თემა არ არის."