"ბაიერნს" სურს, რომ ალფონსო დეივისმა გადაწყვეტილება მომავალ კვირას მიიღოს. კლუბს სურს იცოდეს, დათანხმდება თუ არა კანადელი ახალ კონტრაქტს, რომელშიც მას 2029 წლამდე გახანგრძლივებას სთავაზობენ, ჯამური პაკეტით დაახლოებით 14 მილიონი ევრო წელიწადში.
დეივისი და მისი მენეჯმენტი კვლავ ითხოვენ დაახლოებით 20 მილიონ ევროს წელიწადში. თუ ის არ დათანხმდება "ბაიერნის" ახალ შეთავაზებას, ზაფხულში გაყიდიან.
კლუბი ასევე იმედოვნებს, რომ გაყიდვის შემთხვევაში დეივისისთვის 50-60 მილიონ ევროს მიიღებს. მადრიდის "რეალს" კი ამაზე ნაკლების გადახდა სურს.