კოვაჩმა "ლიდერების რაზმი" შექმნა - გუნდს 6 წინამძღოლი ჰყავს!

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, შემადგენლობიდან 6 გამორჩეული, ყველაზე გამოცდილი მოთამაშე გამოჰყო და მათ "ლიდერის" სტატუსი მიანიჭა.

გერმანული გამოცემა "SportBild" იტყობინება, რომ ხორვატმა სპეციალისტმა "ლიდერების რაზმში" მანუელ ნოიერი, იოზუა კიმიხი, დავიდ ალაბა, ტიაგო ალკანტარა, თომას მიულერი და რობერტ ლევანდოვსკი შეიყვანა.

ტიაგო იქნება იმ მოთამაშეების წარმომადგენელი, რომლებიც ესპანურად საუბრობენ, ხოლო კიმიხი - ახალგაზრდების.

ნიკო კოვაჩმა თავისი არჩევანი ასე განმარტა: "ტიაგო მოედანზეც და მოედნის მიღმაც ლიდერია. ალაბა უკვე დიდი ხანია ბევრს მუშაობს, რათა იყოს იქ, სადაც ახლა იმყოფება".

2019/20 წლების სეზონი "ბაიერნმა" არც ისე კარგად დაიწყო. მიუნხენელებმა სუპერთასი დორტმუნდის "ბორუსიას" დაუთმეს, ბუნდესლიგის საწყის სამ ტურში კი 7 ქულა მოიპოვეს და ლიდერ "ლაიფციგს" ორი ქულით ჩამორჩებიან.

კომენტარების რაოდენობა: 0

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1

რობერტ ლევანდოვსკი

გოლი: 23
2

სერჟ გნაბრი

გოლი: 8
3

ივან პერიშიჩი

გოლი: 3
4

კინგსლი კომანი

გოლი: 3
5

ფილიპე კოუტინიო

გოლი: 2
1

თომას მიულერი

ასისტი: 7
2

სერჟ გნაბრი

ასისტი: 5
3

იოზუა კიმიხი

ასისტი: 4
4

ფილიპე კოუტინიო

ასისტი: 3
5

ბენჟამენ პავარი

ასისტი: 2
1

ტიაგო ალკანტარა

4 0
2

იოზუა კიმიხი

3 0
3

რობერტ ლევანდოვსკი

2 0
4

ბენჟამენ პავარი

1 0
5

თომას მიულერი

1 0

დანაკლისები

ტრავმები

ლუკა ერნანდესი
ნიკლას ზიულე
დავიდ ალაბა

ყვითელი/წითელი ბარათი

დისკვალიფიკაცირებული მოთამაშე არ მოიძებნა

ბუნდესლიგა

N კლუბი
1

გლადბახი

10 22
2

ლაიფციგი

11 21
3

ბაიერნი

11 21
4

ჰოფენჰაიმი

11 20
5

დორტმუნდი

11 19
6

შალკე

11 19
7

ფრაიბურგი

10 18

გამოკითხვა

რომელი მოთამაშის დამატება გსურთ ერნანდესის შემდეგ?

ხმის მისაცემად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია

ხმა მისცა: 43