ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა, ლოთარ მათეუსმა მიუნხენის "ბაიერნის" მდგომარეობაზე ისაუბრა.
"ბაიერნი სატრანსფერო პოლიტიკის გამო აუცილებლად გასაკრიტიკებელია. მათ გაუშვეს პერიშიჩი, კოუტინიო და ტიაგო. სამივე მათგანი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო."
"დასაწყისიდანვე ვიცოდით, რომ წინ გრძელი, რთული სეზონი გველოდა. ახალი ტრანსფერების შემთხვევაში კი მისი გადალახვა გამარტივდებოდა."
"ხშირად შევხვდებით გუნდში კონცენტრაციის ნაკლებობას. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. გადაღლა, რამდენიმე მატჩის ჩატარება მიყოლებით, არდადეგების დროის არარსებობა." - აცხადებს მათეუსი.
გერმანული გამოცემა Sport1-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა მეკარე, ალექსანდრ ნუბელი უკმაყოფილებას გამოთქვამს.
24 წლის ფეხბურთელი "რეკორდმაისტერს" სეზონის დაწყებამდე შეუერთდა, თუმცა, მას მხოლოდ 2 შეხვედრაში მიეცა თავის გამოჩენის საშუალება. ესენია თასის პირველ ეტაპზე "დურენის" წინააღმდეგ და ჩემპიონთა ლიგაზე "ატლეტიკოსთან", როცა ნოიერი ტრავმირებული იყო.
წყაროს ცნობით, ნუბელი და მისი აგენტი უკმაყოფილოები არიან იმით, რომ ისეთ უმნიშვნელო მატჩშიც კი, როგორიც "ლოკომოტივთან" ლიგის ბოლო ტურის შეხვედრა იყო, ფეხბურთელს სათამაშო დრო არ მიეცა.
მოგეხსენებათ, "ბაიერნში" გადმოსვლამდე მას გარკვეულ გარანტირებულ სათამაშო დროს დაჰპირდნენ, თუმცა, ეს დაპირება არ სრულდება და შესაბამისად, ნუბელი და აგენტი შესაბამის განმარტებებს ითხოვენ.
FIFA-ს ოფიციალური საიტის ცნობით, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს ერთი მონაწილე გამოაკლდა. ეს გახლავთ ახალზელანდიური "ოკლენდი".
ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო სერიოზული შეზღუდვებია დაწესებული და სწორედ ამ მიზეზის გამო ოკეანეთის ლიგის გამარჯვებულები მუნდიალზე მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
"ოკლენდი" საქმეში 1/8 ფინალიდან უნდა ჩართულიყო და "ალ დუჰალს" დაპირისპირებოდა, თუმცა, ეს უკანასკნელი პირდაპირ მიიღებს 1/4 ფინალის საგზურს.
მაშასადამე, 30 იანვარს დასაწყებ ტურნირში მონაწილეობას "ბაიერნისა" და ხსენებული "ალ დუჰალის" გარდა, ასევე ეგვიპტური "ალ აჰლი", კორეული "ულსანი", მექსიკური "ტიგრესი" და კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებული ("სანტოსი" ან "პალმეირასი") მიიღებენ.
მიუნხენის "ბაიერნი" ახალი ცენტრალური მცველის ძიებას აქტიურად განაგრძობს.
ესპანური გამოცემა GOAL-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერის" რადარზე ამჯერად მადრიდის "რეალის" ფეხბრუთელი, ედერ მილიტაო გამოჩნდა.
22 წლის მცველი "სამეფო კლუბს" 2019 წელს შეუერთდა, თუმცა, მას შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში შანსი იშვიათად ეძლევა და არ არის გამორიცხული, სულ მალე კლუბი დატოვოს.
წყაროს ცნობით, ჯერ-ჯერობით "ბაიერნის" მხრიდან კონკრეტული შეთავაზებები არ ყოფილა. დიდი ალბათობით, კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ეცდება მილიტაოს გადაბირებას.
მიუნხენის "ბაიერნის" ამომავალმა ვარსკვლავმა, იოზუა ზირკზემ, შესაძლოა, კარიერა ნისლიან ალბიონზე გააგრძელოს.
ევროპული გამოცემების ინფორმაციით, ახალგაზრდა ფორვარდის დამატებით ლივერპულის "ევერტონი" არის დაინტერესებული.
მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონში 17 წლის ფეხბურთელს დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა და კლუბი მისი იჯარით გაშვებას აპირებს, ბოლო ცნობებით კი დამატების მთავარი ფავორიტი სწორედ "კამფეტები" არიან.
მოგეხსენებათ, ინგლისურ კლუბს ამჟამად კარლო ანჩელოტი უძღვება, რომელიც ერთ დროს "ბაიერნშიც" მუშაობდა და კავშირებიც აქვს. შესაბამისად, დიდია ალბათობა ამ კავშირების დახმარებით ზირგზე ექვსთვიანი იჯარით სწორედ "ევერტონში" აღმოჩნდეს.
მოგეხსენებათ, ცნობილი კომპიუტერულ თამაშ FIFA-ში წლის საუკეთესო გუნდს მომხმარებლების ხმებით ირჩევენ. სულ მალე EA Sports (თამაშის მწარმოებელი კომპანია) FIFA 21-ის საუკეთესო თერთმეტეულს, ე.წ. Team Of The Year-ს დაასახელებს.
მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდამ, ბასტიან შვაინშტაიგერმა აღნიშნულ თამაშში თავისი შემადგენლობა აარჩია.
რაც არ უნდა მოულოდნელი იყოს, ბასტის თერთმეტეულში ვერც კრისტიანო რონალდუ და ვერც ლეო მესი ვერ მოხვდნენ.
როგორც ჩანს, შვაინშტაიგერი მიიჩნევს, რომ შემადგენლობაში "პსჟსა" და "ბაიერნის" დომინირებას ვიხილავთ და ყველაზე მეტი მოთამაშე მის გუნდში სწორედ ამ გუნდებიდან მოხვდნენ.
იხილეთ თერთმეტეული:
ნოიერი - მარკინიოსი, ვან დაიკი, რამოსი - კიმიხი, ჰენდერსონი, დე ბრუინი, გერეირო - მბაპე, ლევანდოვსი, ნეიმარი.
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "კილთან" თასზე განცდილი მარცხის შემდეგ ვრცელი პრესკონფერენცია ჩაატარა.
"სრული შოკია. ყველანი გაწბილებულები ვართ. პირველი გოლი ისეთივე გავუშვით, როგორც ბოლო მატჩებში. დავტოვეთ სივრცე და მეტოქემ გამოიყენა. მეორე გოლის დროს კი საჯარიმოში ყველამ 1-1ზე არ აიყვანა მეტოქე და შესაბამისად გაგვიტანეს."
"ჩვენ ბევრი მუშაობა დაგვჭირდება დაცვის ხაზში. ეს სათასო მატჩი იყო და აქ მარცხი ნიშნავს, რომ ტიტულისთვის ვეღარ ვიბრძოლებთ. ეს ძალიან ცუდია."
"მოტივაციის კუთხით ჩემს გუნდს ვერაფერში დავადანაშაულებ. 120 წუთის განმავლობაში ყველაფერს აკეთებდნენ, რათა მოგვეგო."
"გასამართლებელი საბუთი არ არსებობს, მაგრამ ასეთი გრაფიკის დროს 120 წუთიანი მატჩის ჩატარება რთულია."
"დამაგვირგვინებელ ფაზაშიც არ ვიყავით იდეალურები. არაერთი მომენტი შევქმენით ფლანგებიდან, მაგრამ, შედეგი არ მოიტანა."
"როდესაც გუნდს წვრთნი ა და ბ გეგმა არ არსებობს. ყველა მატჩს ინდივიდუალურად უნდა მიუდგე და დღევანდელ შეხვედრაზეც ასე გავაკეთეთ."
"არ ვფიქრობ, რომ ვინმე მარკ როკას დაადანაშაულებს. ეს პენალტების სერიაა, რომელშიც ნებისმიერს შეიძლება არ გაუმართლოს. ყველა ის გვერდით ვდგავართ." - აცხადებს ფლიკი.