მოგეხსენებათ, თომას ტუხელის "ბაიერნიდან" წასვლა სეზონის ბოლოს გარდაუვალია, ამიტომაც კლუბის ხელმძღვანელობა მის შემცვლელებს აქტიურად ეძებს.
რობერტო დე ზერბი არის ერთ-ერთი ვარიანტი თუმცა, მთავარი დაბრკოლება გერმანული ენის არცოდნაა. ანტონიო კონტეს, ჟოზე მოურინიოს, ზინედინ ზიდანს და იულიან ნაგელსმანს აღარ განიხილავენ.
"ბაიერნის" მთავარი სამიზნე ჩაბი ალონსოა, მაგრამ თუ ესპანელმა სპეციალისტმა უარი თქვა კლუბის გაწვრთნაზე, ერთ-ერთი მთავარი კანდიდანტი რალფ რანგნიკი იქნება.
"რეკორდმაისტერი" ჩაბი ალონსოსგან პასუხს დაახლოებით 4 კვირაში მიიღებს.