“ბაიერნსა” და რალფ რანგნიკს შორის მოლაპარაკებები ძალიან წინ წავიდა. “ბაიერნში” ყველა თანახმაა რანგნიკის მიუნხენში მოყვანაზე.
ბოლო დეტალების გასარკვევად კიდევ ერთი შეხვედრა იგეგმება. სავარაუდოდ კონტრაქტი 2026 ან 2027 წლამდე იქნება გაფორმებული.
“ბაიერნი” ავსტრიის ფედერაციასთან მოლაპარაკებებში პრობლემებს არ ელოდება. კლუბი კომპენსაციის საფასურს 2-3 მილიონ ევროს გადაიხდის.